ვლადიმირ კლიჩკო - გერმანიამ 100 მილიონი შეგვიგროვა #1TVSPORT
ვლადიმირ კლიჩკო - გერმანიამ 100 მილიონი შეგვიგროვა #1TVSPORT

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ კომენტარი გაუკეთა იმ დახმარებას, რომელიც უკრაინამ გერმანიისგან მიიღო.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს. მე და ჩემმა ძმამ მივმართეთ ბიზნესის წარმომადგენლებსა და უბრალო მოქალაქეებს თხოვნით – დაეხმარონ უკრაინასა და უკრაინელებს, რომლებიც დღეს გმირულად იგერიებენ რუსეთის შეტევებს.

რამდენიმე დღის განმავლობაში, გერმანული ტელევიზიის ეთერების, სპეციალური პროგრამებისა და მოწოდებების წყალობით, უკვე მოხერხდა 100 მილიონ ევროზე მეტის შეგროვება. ასევე ჰუმანიტარული დახმარების, მედიკამენტების, პირველი აუცილებლობის ნივთების მოზიდვა, რომელიც უკვე ჩაიტანეს უკრაინაში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა. ნუ გაჩერდებით ამაზე, გააგრძელეთ. მადლობა, მეგობრებო“, – დაწერა კლიჩკომ თავის სოციალურ ქსელში.