ვლადიმირ კლიჩკო - არ ვარ მზად, მოვკვდე უკრაინისთვის #1TVSPORT
ვლადიმირ კლიჩკო - არ ვარ მზად, მოვკვდე უკრაინისთვის #1TVSPORT

ყოფილმა უკრაინელმა მოკრივემ ვლადიმირ კლიჩკომ ახსნა, რატომარ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ.

„არა, მე არ ვარ მზად მოვკვდე უკრაინისთვის. მე მზად ვარ ვიცხოვრო ქვეყნისთვის. ეს უფრო რთულია, ვიდრე სიკვდილი. დღეს ქვეყანაში არავინაა დარწმუნებული, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი დარჩება. ჩვენ გვინდა ვიცოცხლოთ უკრაინისთვის“, – მოჰყავს კლიჩკოს სიტყვები გერმანულ ტელეკომპანია ZDF-ს.

ყოფილმა მოკრივემ დაამატა, რომ სამხედროების უმრავლესობა ფრონტზე ნებაყოფლობით გაემგზავრა და ისინი არ ყოფილან მობილიზებულნი.