ვლადიმირ კლიჩკო რინგზე დაბრუნებას არ გამორიცხავს
ვლადიმირ კლიჩკო რინგზე დაბრუნებას არ გამორიცხავს

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი რინგზე დაბრუნებას არ გამორიცხავს, – იუწყება The National. ინტერვიუში კლიჩკომ დეონტეი უაილდერისა და ტაისონ ფიურის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა და საკუთარი პროგნოზი გააკეთა:

„ან უაილდერი მოიგებს ნოკაუტით, ან ფიური ქულებით გაიმარჯვებს. პირადად მე უაილდერს დიდ პატივს ვცემ. დეონტეი ჩემს სამწვრთნელო ბანაკში იყო და ჩვენ რინგზე რამდენიმე რაუნდი ვისპარინგეთ. ის შესანიშნავი ბიჭი და ფანტასტიკური მოკრივეა.

ჩემი ჩათვლით მძიმე წონაში ამდენი ნოკაუტი არცერთ მოკრივეს არ აქვს, – ციტირებს ვლადიმირ კლიჩკოს სიტყვებს The National. – ამის მიუხედავად, შეგიძლიათ დამიჯეროთ, შეგიძლიათ არა, მაგრამ ფიურის მისი დამარცხება შეუძლია. თუ ასე მოხდა, მე მას მატჩ-რევანშს შევთავაზებ.

ყველა მეკითხება დავბრუნდები თუ არა რინგზე? მე ამას არ გამოვრიცხავ და თუ კრივს დავუბრუნდები, არა იმიტომ რომ ვინმეს ყბები დავულეწო, არამედ იმიტომ რომ რეკორდები მოვხსნა.“

ვლადიმირ კლიჩკო ახლა 43 წლისაა. მას პროფესიულ კრივში 69 ბრძოლა აქვს ჩატარებული – 64 გამარჯვება და ხუთი მარცხი.

უკანასკნელი ორი ბრძოლიდან, კლიჩკომ ორივე წააგო – ტაისონ ფიურისთან და ენტონი ჯოშუასთან.