ლეგენდარული უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო კრივის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
უმცროსი კლიჩკოს თქმით, ის ვერც იოცნებებდა, რომ ოდესმე რჩეულთა რიგებში მოხვდებოდა.
„მადლობა ორგანიზატორებსა და ფანებს ამ აღიარებისთვის. როცა 14 წლის ასაკში კარიერა დავიწყე, კრივს ვიყენებდი, როგორც ინსტრუმენტს მოგზაურობისთვის. არასოდეს მიოცნებია ვყოფილიყავი კრივის დიდების დარბაზში ჩემპიონებს შორის. ეს დაუჯერებლად დიდი პატივია.
სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანაში რუსული აგრესიის გამო არ შემიძლია გავიზიარო თქვენთან ერთად ეს მომენტი. ამ ომმა შემცვალა არა მარტო მე, არამედ მთელი სამყარო. ასევე მახსოვს, როგორ შეცვალა კრივმა ჩემი ცხოვრება, მან უკეთეს ადამიანად მაქცია“, – დაწერა კლიჩკომ „ინსტაგრამში“.