ვლადიმერ პუტინი - ბატონი სკრიპალი სამშობლოს მოღალატე და ნაძირალაა
ვლადიმერ პუტინი - ბატონი სკრიპალი სამშობლოს მოღალატე და ნაძირალაა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ პოლკოვნიკს, სერგეი სკრიპალს სამშობლოს მოღალატე და ნაძირალა უწოდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება სკრიპალებს, ხდება ამ მორიგი ჯაშუშური სკანდალის ხელოვნურად გაზვიადება. ვათვალიერებ ზოგიერთ საინფორმაციო წყაროს, თქვენი კოლეგები ავრცელებენ მოსაზრებას, რომ ბატონი სკრიპალი თითქმის უფლებადამცველია. ის უბრალოდ ჯაშუშია, სამშობლოს მოღალატე. გესმით, არსებობს ასეთი ცნება -სამშობლოს მოღალატე“, -განაცხადა პუტინმა.

„წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და მოულოდნელად ჩნდება ადამიანი, რომელიც ღალატობს თავის ქვეყანას. როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ მისდამი? ის უბრალოდ ნაძირალაა, სულ ესაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე დასრულდება სკრიპალთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, მით უკეთესია. მისი თქმით, სპეცსამსახურებს შორის დაპირისპირება ახალი ამბავი არ არის.
„როგორც იცით, ჯაშუშობა და პროსტიტუცია – მსოფლიოში უძველესი პროფესიებია“, -აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი დ მისი შვილი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მარტში მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.