ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს შესაძლოა, პარიზში ნოემბრის დასაწყისში შეხვდეს
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს შესაძლოა, პარიზში ნოემბრის დასაწყისში შეხვდეს. ამის შესახებ თავად რუსეთის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
თავის მხრივ, ჯონ ბოლტონმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ დონალდ ტრამპი მასთან შეხვედრით მოხარული იქნება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა დიალოგი უნდა გააგრძელონ.
საფრანგეთის დედაქალაქში 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომის დასრულების ასი წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიებაა დაგეგმილი.