„ვილიარეალი“ გახდა მორიგი კლუბი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში მწვრთნელი შეიცვალა. ხავი კალიეხამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ორმხრივი შეთანხმების თანახმად დატოვა პოსტი. 40 წლის სპეციალისტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა “სელტასთან” 2:3 წაგებული მატჩი.
კალიეხა „ვილიარეალს“ 2017 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. უკვე იპოვნეს მისი შემცვლელი – ეს არის 46 წლის სპეციალისტი ლუის გარსია პლასა. მასთან ამ სეზონის ბოლომდე გაფორმდა კონტრაქტი გახანგრძლივების პერსპექტივით.
დღეისთვის, „ვილიარეალი“ მე-17 ადგილზეა და იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც გასავარდ ზონაში მყოფ „ბილბაოს“.