კიკე სეტიენი „ვილიარეალიდან“ დაითხოვეს #1TVSPORT
კიკე სეტიენი „ვილიარეალიდან“ დაითხოვეს #1TVSPORT

„ვილიერალმა“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი გაათავისუფლა და ესპანური კლუბი ახალ დამრიგებელს ეძებს.

„ვილიარეალს“ ესპანეთის ჩემპიონატის ახლად დაწყებულ სეზონში წარუმატებელი სტარტი ჰქონდა – სეტიენის შეგირდებმა ოთხი მატჩი ჩაატარეს, გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს, სამ შეხვედრაში კი დამარცხდნენ.

ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლამდე „ვილიარეალს“ კლუბის საფეხბურთო დირექტორი მიგელ ანხელ ტენა გაწვრთნის.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გუნდს მხოლოდ სამი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზე იმყოფება.