შვიდი წლის შემდეგ მარსელინო კვლავ „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
შვიდი წლის შემდეგ მარსელინო კვლავ „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

ესპანური „ვილიარეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მარსელინო გარსია იქნება. 58 წლის სპეციალისტი მესამეა, ვინც მიმდინარე სეზონში „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ დამრიგებლის როლს მოირგებს.

ესპანურმა კლუბმა აგვისტოს შემდეგ ორი მწვრთნელი გაათავისუფლა – კიკე სეტიენი და ხოსე როხო მარტინი. რაც შეეხება მარსელინოს, ის „ვილიარეალს“ 2013-2016 წლებშიც წვრთნიდა.

მარსელინო „ვილიარელიდან“ წასვლის შემდეგ „ვალენსიას“, ბილბაოს „ატლეტიკსა“ და „მარსელს“ ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით „ვალენსიამ“ 2019 წელს კოპა დელ რეი მოიგო, ხოლო „ატლეტიკმა“ 2021 წელს – ესპანეთის სუპერ თასი.

„ვილიარეალში“ მუშაობისას ესპანელმა სპეციალისტმა ერთხელ ითამაშა უეფა-ს ევროპის ლიგის ნახევარფინალში, ხოლო 2016 წელს გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა.

მიმდინარე სეზონში „ვილიარეალი“ 12 ქულით ლა ლიგაში მე-14 ადგილზეა.