„ვალენსია“ ზაფხულში მამარდაშვილს გაუშვებს, მისი შეძენა, „ვილიარეალის“ გარდა, „სევილიასაც“ სურს #1TVSPORT
„ვალენსია“ ზაფხულში მამარდაშვილს გაუშვებს, მისი შეძენა, „ვილიარეალის“ გარდა, „სევილიასაც“ სურს #1TVSPORT

ESPN-ის მტკიცებით, „ვალენსია“ ზაფხულში ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სხვა გუნდში გაუშვებს. პოპულარული ამერიკული სპორტული არხის (აშშ-ის გარდა, 200-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს) ვერსიით, „ვილიარეალი“ მზად არის, 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

„არსებული ინფორმაციით, „ვალენსია“ ზაფხულის სატრანსფერო სიაში მეკარე გიორგი მამარდაშვილს შეიყვანს. მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა „ვალენსია“ ლა ლიგაში, გუნდს ფინანსურად უჭირს. ქართველ მეკარეს წასვლის საშუალებას მისცემენ, ზაფხულში 25 მილიონ ევროზე მეტ შემოთავაზებას თუ მიიღებენ.

22 წლის მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, ტრანსფერის გამოსასყიდ თანხად კი 100 მილიონი ევროა ჩაწერილი. მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და ესპანეთისა და ევროპის რამდენიმე კლუბის ინტერესი გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, „ვალენსიასთან“ მის შეძენაზე მოლაპარაკებებს „ვილიარეალი“ აწარმოებს, მაგრამ კლუბი მზად არის, დამატებით (25 მილიონის ზევით) მხოლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს“, – იუწყება ESPN-ი.

თუმცა, გამოცემა Orgullobiri ამტკიცებს, რომ ქართველით „სევილიაც“ დაინტერესდა:

„გიორგი მამარდაშვილით დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი „სევილიაა“. თუმცა, „ვალენსიის“ მიერ დაწესებული ფასი სევილიური კლუბისთვის გადაულახავი დაბრკოლება გახდა. „სევილია“ ბონოს შემცვლელს ეძებს. ამის მიუხედავად, თუ ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, მამარდაშვილის ღირებულება ტრანსფერის შანსებს ამცირებს“.