„ჩელსიში“ „ვილიარეალის“ თავდამსხმელი ნიკოლას ჯექსონი გადადის #1TVSPORT
„ჩელსიში“ „ვილიარეალის“ თავდამსხმელი ნიკოლას ჯექსონი გადადის #1TVSPORT

„ჩელსისა“ და „ვილიარეალის“ წარმომადგენელები, ფაქტობრივად, შეთანხმდნენ ესპანური კლუბი თავდამსხმელის, ნიკოლას ჯექსონის ტრანსფერთან დაკავშირებით, – იუწყება Sky Sports-ი.

გამოცემის ინფორმაციით, ესპანური მხარე 22 წლის სენეგალელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, ლონდონელები კი მზად არიან, ეს თანხა გადაიხადონ. შესაბამისად, ხელშეკრულება მალე ოფიციალურად გაფორმდება.

2022/23 წლების სეზონში ჯექსონმა „ვილიარეალის“ შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ი ახალგაზრდა სენეგალელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს.