ვილი სანიოლი ეროვნული ლიგის გახსნის მატჩს დაესწრო
ვილი სანიოლი ეროვნული ლიგის გახსნის მატჩს დაესწრო

ვილი სანიოლი სიტყვას ასრულებს და საქართველოს მიმდინარე შეხვედრებს ესწრება. სუპერთასის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფრანგი დამრიგებელი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩსაც დაესწრო.

ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ექსკლუზიურად, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“, განაცხადა, რომ ეროვნული ჩემპიოანტის შეხვედრებს დაესწრებოდა, რადგან ადგილობრივებში უფრო მეტი უცნობი მოთამაშეა და შესაძლოა, საინტერესო მოთამაშეები აღმოაჩინოს.

სანიოლი საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ მატჩს დაესწრო. ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩზე იმყოფებოდა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა ეროვნული ლიგა 2-დან ახლად გადმოსული წყალტუბოს გუნდი ვერ დაამარცხა და მხოლოდ ქულას დასჯერდა 1:1.

ვილი სანიოლი „დინამო თბილისისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ შეხვედრაზე ასისტენტებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ადელ შედლისთან ერთად იმყოფებოდა.