საქართველოს ნაკრებში 26-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაზე პირველ შეხვედრას 14 ნოემბერს თბილისში უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა – გუნდთან ერთად მხოლოდ სანდრო ალთუნაშვილს არ უვარჯიშია.
13 ნოემბერს რამაზ სვანაძის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს „მიხეილ მესხი 2-ზე“ გამართავს. მანამდე მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე მედიას შეხვდება.
13 ნოემბრის განრიგი | მიხეილ მესხი
16:30 – საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:00 – საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში (მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან ვარჯიშის საწყის 15 წუთზე)
21:15 – უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია