#ტაიმაუტი | ვილი სანიოლი - ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელები ნაკრებში შანსს იმსახურებენ
#ტაიმაუტი | ვილი სანიოლი - ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელები ნაკრებში შანსს იმსახურებენ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. მათ შორის ფრანგმა სპეციალისტმა ეროვნულ ლიგაზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ გულშემატკივრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მას ხშირად იხილავენ.

„არ ვიცი, ზუსტად რამდენი დღე ვიცხოვრებ საქართველოში. მაგრამ მე და ჩემს ასისტენტს გვსურს, ვიცხოვროთ თბილისის ცენტრში და არა სასტუმროში. გულშემატკივრები ხშირად გვიხილავენ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს ბევრ ქალაქში“, – განაცხადა სანიოლიმტაიმაუტში“.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრებში ბევრი მოთამაშე უცხოეთში თამაშობს, ზოგიერთიც – საქართველოში და მათ უფრო მეტად დააკვირდება.

„დამხმარე მწვრთნელი იმიტომაც მყავს, რომ გადავინაწილოთ დრო, დავაკვირდეთ ფეხბურთელებს აქაც და უცხოეთშიც. გაცილებთ უკეთესად ვიცნობ იმათ, ვინც საზღვარგარეთ თამაშობს. უფრო მეტი დრო დაგვჭირდება, რომ ადგილობრივი მოთამაშეები გავიცნოთ. რეგულარულად ვიქნები ჩემი სამწვრთნელო სტაფის წევრებთან ერთად. ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავს სანახავი. ვიმოგზაურებთ ევროპაში და ძალიან ბევრს – საქართველოში. ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეები ამ შანსს იმსახურებენ“.

ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ საქართველოს წამყვანი კლუბების თამაშები უკვე იხილა.

„რაც ვნახე, „დინამო“, „ლოკომოტივი“ და „ბათუმი“ სხვა გუნდებს სჯობია. ეროვნულიდან საერთაშორისო დონეზე გადასვლა ზოგჯერ სწრაფად ხდება და ეს ამბიციის საკითხია. მთავარია, ნაკრების ადგილორბივმა კანდიდატებმა ამაზე იმუშავონ“.