უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი – საქართველოსთან ფავორიტები ვართ, მაგრამ თბილისში ჯერ არასდროს მოგვიგია #1TVSPORT

23:46, 12.11.2026

„საქართველოსთან დაპირისპირებაში ორჯერ გავიმარჯვეთ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან – ხუთჯერ და ორივესთან ფავორიტები ვართ“ – წერია უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ისტორიას თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ნოემბერში ორივე მეტოქესთან მატჩს ფავორიტის სტატუსით შევხვდებით, რადგან უნგრეთს ორივე გუნდთან, ისტორიულად, წაგებებზე ბევრად მეტი გამარჯვება აქვს. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩვენ თბილისში ჯერ არასდროს მოგვიგია.

საქართველოსთან დაპირისპირებებში დადებითი ბალანსი გვაქვს: უნგრეთმა ორჯერ გაიმარჯვა, ერთხელ კი დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ შაბათს ჩვენი ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს – იმ არენაზე, სადაც კავკასიურ ქვეყანასთან ერთადერთი მარცხი განვიცადეთ.

2001 წლის ივნისში უნგრეთმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 4:1 მოიგო; 2001 წლის სექტემბერში საქართველომ იმავე ტურნირზე 3:1 გაიმარჯვა; ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში უნგრეთმა ერთა ლიგის შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება – 1:0.

1970-იანი წლების ბოლოს ორჯერ ვითამაშეთ „დინამოს“ სტადიონზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ (რომლის შემადგენლობაშიც საქართველო შედიოდა): 1977 წელს დავმარცხდით, ხოლო 1979 წელს ფრედ ვითამაშეთ.

შესაბამისად, უნგრეთის ნაკრებს საქართველოს დედაქალაქში ჯერ არ მოუგია. საერთო მაჩვენებელი: 3 მატჩი, 2 მოგება, 1 წაგება; გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა – 6:4. გარდა მშობლიურ კედლებში მიღწეული წარმატებებისა, გვაქვს ნაკლებად სასიამოვნო მოგონებებიც“.

მსგავსი