ოთარ მამაგეიშვილი მოედანს მარტამდე დაუბრუნდება #1TVSPORT

00:09, 13.11.2026

ოთარ მამაგეიშვილმა ოპერაცია გაიკეთა – საქართველოს ნაკრების და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ ნახევარმცველზე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

20 სექტემბერს „რიდთან“ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ოთო მამაგეიშვილი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ ტრავმის გამო გუნდი მალე დატოვა.

ავსტრიაში დაბრუნებულმა 1 ნოემბერს თავისი ტყუპისცალის, გიზი მამაგეიშვილის და ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმის“ წინააღმდეგ შეცვლაზე 27 წუთი ითამაშა, მაგრამ 6 ნოემბერს ვენის „რაპიდთან“ მატჩი კვლავ ტრავმის გამო გამოტოვა.

Geo Team-ის ცნობით, სანაკრებო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ ფეხბურთელმა კლუბში ბარძაყის უკანა კუნთი გაიწყვიტა და ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა – რეაბილიტაციის სავარაუდო პერიოდი 4 თვეა.

მსგავსი