ბუდუ ზივზივაძე – ვეცდებით, ამ ორ მატჩში ქართველი ხალხი გავახაროთ #1TVSPORT

21:16, 12.11.2026

საქართველოს ნაკრებისა და „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის დასკვნით ორ მატჩზე, რომლებსაც „ჯვაროსნები“ უნგრეთთან (14 ნოემბერს თბილისში) და უკრაინასთან (17 ნოემბერს კოშიცეში) გამართავენ.

„ახალ მთავარ მწვრთნელს ერთი კვირა აქვს იმისთვის, რომ თავისი იდეები გაგვიზიაროს, ჩვენ კი ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ. ვფიქრობ, შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს და ამ დროის ეფექტურად გამოყენებას ვცდილობთ.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრისთვის მნიშვნელოვანია, რომელ ადგილზე დავასრულებთ ჯგუფურ ეტაპს.

ვეცდებით, ამ ორ მატჩში მწვრთნელის ყველა დავალება მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ, რომელიც აქამდე არაერთხელ უგრძვნია“.

მსგავსი