“ტოტენჰემის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელიც ამჟამად, ჩინეთვის სუპერლიგაში მოთამაშე “შანხაი შანგანს”ავარჯიშებს, მონაწილეობას მიიღებს 2018 წლის რალი-რეიდ “დაკარში”. 40 წლის პორტუგალიელი ლეგენდარულ ავტომარათონში მსუბუქი ავტომობილების კლასში გამოვა, – წერს პორტუგალიური გამოცემა A Bola.
ვილაშ ბოაში საჯინიბო “ოვერდრაივის” კუთვნილ “ტოიოტას” საჭესთან დაჯდება, რომლის ნომერია 346. ეკიპაჟის მეორე წევრი იქნება ცნობილი პორტუგალიელი მრბოლელი რუბენ ფარია.
2018 წელს, “დაკარი” 6-20 იანვარს გაიმართება. მარათონის მარშრუტი პერუს, ბოლივიისა და არგენტინის ტერიტორიაზე გაივლის.