საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბურჯი ვასილ კაკოვინი მომდევნო სეზონიდან პარიზულ „სტად ფრანსე“-ში ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია სპორტსმენმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას დაადასტურა.
კაკოვინს „ბორჯღალოსნების“ რიგებში 25-ჯერ უთამაშია. მონაწილეობა მიიღო 2011 წლის მსოფლიო თასზე. საფრანგეთში მისი კარიერა „ბრივში“ დაიწყო, საიდანაც „ტულუზა“-ში გადავიდა, ხოლო 2017 წლიდან კი მეორე პარიზული გუნდის, „რასინგ 92“-ის ღირებას იცავდა.