ვასიჩის ოთხი გოლი „დინამოს“ „ფერენცვაროშთან“ გამარჯვებისთვის არ ეყო [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე, A ჯგუფში თბილისის „დინამომ“ მეშვიდე შეხვედრა გამართა. მისი მოწინააღმდეგე შეჯიბრების ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი უნგრეთის „ფერენცვაროში“ იყო, რომელმაც ლიგა 2019 წელს მოიგო, 2021-ში კი მეორე ადგილზე დაასრულა.

მატჩის წინ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა თბილისური გუნდი, რომელსაც ავადმყოფობის გამო ერთბაშად ხუთი წყალბურთელი გამოაკლდა.

პირველი მეოთხედი უნგრელებმა 3:0 მოიგეს და მიუხედავად ქართველების დიდი მონდომებისა, საბოლოოდ სასურველი შედეგი დააფიქსირეს – 14:7. შვიდიდან 4 გოლი თბილისელთაგან დუშან ვასიჩმა გაიტანა. სტუმართაგან კი 3-3 გოლით იანშიკი და უბოვიჩი გამოირჩნენ.

ჩვენს გუნდს შვიდი წაგება მოუგროვდა, „ფერენცვაროშმა“ კი ოთხი ფრითა და სამი მოგებით მესამე პოზიცია გაიმყარა.

„დინამო“ მომდევნო მატჩს „ფერენცვაროშთან“ გამართავს. შეხვედრა 26 იანვარს უნგრეთში გაიმართება.


დინამო (საქართველო)-ფერენცვაროში (უნგრეთი) 7:14


0:3, 1:2, 3:4, 3:5

თბილისის დინამო: ტყეშელაშვილი, დადვანი (1 გოლი), გიორგაძე, ბითაძე, ელაჩა, ადეიშვილი (1), სარიჩიძიხციარენკა (1)ვასიჩი (4), ახვლედიანი, გვეტაძე, მესხი.