წყალბურთი | თბილისის „დინამომ“ მონტენეგროელი მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT
წყალბურთი | თბილისის „დინამომ“ მონტენეგროელი მოთამაშე დაიმატა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ბრძოლას ევროთასზე განაგრძობს და 8 მარტს ხორვატიის ქალაქ რიეკაში პირველ მერვედფინალურ შეხვედრას „პრიმოერიესთან“ (საპასუხო შეხვედრა 23 მარტს გაიმართება) ჩაატარებს.

ამ შეხვედრამდე „დინამომ“ ახალი მოთამაშე დაიმატა – დედაქალაქურ კლუბში კარიერას მონტენეგროელი წყალბურთელი, 27 წლის ნიკოლა გიგა გააგრძელებს.

„დინამომდე“ გიგა ბელგრადის „პარტიზანიში“ თამაშობდა, იგი ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველია.

ნიკოლა გიგას თამაშის გამოცდილება აქვს სერბეთის, უნგრეთის, მონტენეგროსა და საფრანგეთის წყალბურთის უმაღლესი ლიგის გუნდებში.