წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამო“ სტუმრად საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდა და 8:16 დამარცხდა.

ქართველმა წყალბურთელებმა მატჩის დასაწყისში მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს, პირველ მეოთხედში დინამოელები ორჯერ იყვნენ წინ, მაგრამ მასპინძლემა მაინც მოახერხეს მეოთხედის მინიმალური სხვაობით მოგება – 4:3.

ბერძნებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 6:1 მოიგეს. მესამე მეოთხედი „დინამოს“ სასარგებლოდ დასრულდა (2:1), მაგრამ მასპინძლებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და საბოლოოდ სამი ქულა მოიპოვეს.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრას „დინამო“ 6 დეკემბერს ხორვატიაში „დუბროვნიკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლებული სისტემით ტარდება. ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს, ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან.

ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.