წყალბურთი | ევროთასის პლეი ოფში თბილისის „დინამო“ ხორვატიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - საპასუხო მატჩი 23 მარტს გაიმართება #1TVSPORT
წყალბურთი | ევროთასის პლეი ოფში თბილისის „დინამო“ ხორვატიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - საპასუხო მატჩი 23 მარტს გაიმართება #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ევროთასზე პირველი მერვედფინალური მატჩი ხორვატიის ქალაქ რიეკაში  „პრომოერიესთან“ გამართა და მინიმალური ანაგარიშით 7:8 დამარცხდა.

ამ მატჩამდე „დინამო“ ორი ახალი მოთამაშით გაძლიერდა – გუნდმა მონტენეგროელი ნიკოლა გიგა და სერბი უროშ კალინიჩი დაიმატა. ახალწვეულებმა ხორვატებთან მატჩში თითო გოლით გამოიჩინეს თავი, მათ გარდა დინამოელთაგან გოლები გიორგი მაგრაქველიძემ (2), ბორის ვაპენსკიმ (2) და არტიომ ძიხწიარენკამ გაიტანეს.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. ორი მატჩის ჯამში საუკეთესო ევროთასის მეოთხედფინალში ითამაშებს.