წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „პრო რეკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | თბილისის „დინამო“ „პრო რეკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ იტალიურ „პრო რეკოს“ უმასპინძლა და 9:16 დამარცხდა.

დინამოელებმა თამაში კარგად დაიწყეს და ძლიერ მეტოქეს პირველ მეოთეხდში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ქართველმა წყალბურთელებმა დაცვაში მაღალ დონეზე ითამაშეს, მეკარე ირაკლი რაზმაძემ რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და მეოთხედი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მეორე მეოთხედში ანგარიში ქართველმა წყალბურთელებმა გახსნეს და კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, მაგრამ იტალიელებმა თამაში თანდათან გამოასწორეს, რაც ანგარიშშიც აისახა და პირველი ტაიმი სტუმრებმა 6:3 მოიგეს.

დარჩენილ დროში სტუმრებმა მოპოვებული უპირატეობა ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა – 16:9.

დინამოელთაგან პიეშევაცმა პოკერი შეასრულა, თითო გოლი ტანკოსიჩმა, ტყეშელაშვილმა, ძიხწიარენკამ, ვაპენსკიმ და ვლაჰოვიჩმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლებული სისტემით ტარდება. ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს, ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან.

ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.

„დინამოს“ დარჩენილი მატჩების კალენდარი:

22 ნოემბერი | „ოლიმპიაკოსი“ – „დინამო“

6 დეკემბერი | „დუბროვნიკი“ – „დინამო“