ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს - ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 29 აპრილს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე უკვე რეგისტრირებულია 11 ქართველი სპორტსმენი, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე მედლების მოპოვებას შეეცდებიან. ქართული ძიუდოს გულშემატკივრებისთვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში მოულოდნელობაა -გუნდში დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ვარლამ ლიპარტელიანი. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური კი ტურნირზე ვერ გამოვა, მას ოპერაციის შემდეგ ვარჯიში კვლავ არ განუახლებია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ლუხუმ ჩხვიმიანი (-60). ჯაბა პაპინაშვილი (-60). ვაჟა მარგველაშვილი (-66)
ლაშა შავდათუაშვილი (-73)
ტატო გრიგალაშვილი (-81)
ლუკა მაისურაძე (-90)
ილია სულამანიძე (-100)
ვარლამ ლიპარტელიანი (-100)
გურამ თუშიშვილი (+100)
ეთერ ლიპარტელიანი (-57)
სოფიო სომხიშვილი (+78)