ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს - ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს - ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 29 აპრილს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე უკვე რეგისტრირებულია 11 ქართველი სპორტსმენი, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე მედლების მოპოვებას შეეცდებიან. ქართული ძიუდოს გულშემატკივრებისთვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში მოულოდნელობაა -გუნდში დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ვარლამ ლიპარტელიანი. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური კი ტურნირზე ვერ გამოვა, მას ოპერაციის შემდეგ ვარჯიში კვლავ არ განუახლებია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუხუმ ჩხვიმიანი (-60). ჯაბა პაპინაშვილი (-60). ვაჟა მარგველაშვილი (-66)

ლაშა შავდათუაშვილი (-73)

ტატო გრიგალაშვილი (-81)

ლუკა მაისურაძე (-90)

ილია სულამანიძე (-100)

ვარლამ ლიპარტელიანი (-100)

გურამ თუშიშვილი (+100)

ეთერ ლიპარტელიანი (-57)

სოფიო სომხიშვილი (+78)