„ვანკუვერ კენაქსი“ ხმარებიდან ამოიღებს ლეგენდარული შვედი ძმების, დანიელ და ჰენრიკ სედინების სათამაშო ნომრებს. როგორც NHL-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ცერემონია მომდევნო სეზონში კლუბის 50-წლიანი იუბილეს რანგში გაიმარება.
ტყუპმა ძმებმა „ვანკუვერში“ 17 წელი გაატარეს. ჰენრიკ სედინმა (33-ე ნომერი) კანადური კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი (1070 ქულა) და საუკეთესო ასისტენტი (830 პასი) გახდა. ასევე ის ლიდერია მატჩების რაოდენობით – 1330 თამაში. დანიელ სედინი (22-ე ნომერი) საუკეთესო სნაიპერია „ვანკუვერის“ ისტორიაში – 393 გოლი.