ვან დერ ვაარტი - ფელიქსი არასწორ კლუბში, არასწორ მწვრთნელთან მუშაობს
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ფელიქსი მადრიდის „ატლეტიკოს“ სათამაშო სტილს არ ერგება.
„ფელიქსი – კარგი მოთამაშეა, მაგრამ „ატლეტიკო“ მისი გუნდი არ არის. როცა მადრიდული კლუბი პორტუგალიელს იფორმებდა, გავიფიქრე, რომ სიმეონე თავისი გუნდის თამაშის სტილს შეცვლიდა. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო. მესმის, რომ მოგებაზე მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ როცა გუნდში ასეთი ტალანტი გყავს, მის მოთხოვნებს უნდა მოარგო შენი სტილი.
„ატლეტიკო“ აქცენტს დაცვასა და კონტრშეტევებზე ამახვილებს. მგონია, რომ ფელიქსი არასწორ კლუბშია და არასწორ მწვრთნელთან მუშაობს“, – მოჰყავს ვან დერ ვაარტის სიტყვები გაზეთ AS-ს.