„ბარსელონა“ აღარ განიხილავს პრიორიტეტად ჟოაო კანსელოსა და ჟოაო ფელიქსის გაფორმებას #1TVSPORT
„ბარსელონა“ აღარ განიხილავს პრიორიტეტად ჟოაო კანსელოსა და ჟოაო ფელიქსის გაფორმებას #1TVSPORT

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სერიოზულად აღარ იზრუნოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს გუნდში იჯარით მოთამაშე ფეხბურთელები – მარჯვენა მცველი ჟოაო კანსელო (ეკუთვნის „მანჩესტერ სიტის“) და ფორვარდი ჟოაო ფელიქსი („ატლეტიკო“). ამის შესახებ წერს გამოცემა Sport.es.

წყაროს ცნობით, კატალონური კლუბი ამ ფეხბურთელებს გაიფორმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ეკონომიური თვალსაზრისით იქნება მიზანშეწონილი. ამასთან, ხაზს უსვამენ იმას, რომ „ბარსელონას“ უფრო მეტად ჟოაო კანსელოს დატოვება სურს, ვიდრე ჟოაო ფელიქსის. ამ უკანასკნელმა ვერ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება კატალონელთა მთავარ მწვრთნელზე ჩავიზე, რომელიც 24 წლის ფეხბურთელს არ განიხილავს ძირითადის მოთამაშედ.

ორივე პორტუგალიელის საიჯარო ხელშეკრულებებს ამ სეზონის დასრულების შემდეგ გასდის ვადა.