„ბარსელონამ“ ჟოაო ფელიქსი იჯარით აიყვანა #1TVSPORT

03:59, 02.09.2023

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ჟოაო ფელიქსი „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდა.

კატალონურმა გრანდმა 23 წლის ფეხბურთელი 2023-24 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა. ხელშეკრულება არ ითვალისწინებს პორტუგალიელის შესაძლო გამოსყიდვის შესაძლებლობას.

ამასთან, „ატლეტიკომ“ 2029 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი ფელიქსთან.

„მისი ოცნება ახდა“, – ასე დააანონსა პორტუგალიელი ფეხბურთელის აყვანა კატალონურმა გრანდმა. ადრე ჟოაო ფელიქსმა აღიარა, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა „ბარსელონაში“ თამაშზე.

შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარში ფელიქსი იჯარით „ჩელსიში“ თამაშობდა და 20 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

მსგავსი