ჟოაო ფელიქსი იჯარით „ბარსელონაში“ გადადის #1TVSPORT
ჟოაო ფელიქსი იჯარით „ბარსელონაში“ გადადის #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი ჟოაო ფელიქსი ახლოს არის „ბარსელონაში“ გადასვლასთან.

როგორც გაზეთი AS-ი წერს, მადრიდის „ატლეტიკომ“ თავის ფეხბურთელს კატალონურ კლუბში გადასვლის ნება დართო. ლაპარაკია ერთწლიან იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით. გუნდები მზად არიან, გარიგება მიმდინარე კვირას დაასრულონ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფელიქსმა აღიარა, რომ ყოველთვის ოცნებობდა „ბარსელონაში“ თამაშზე, რითიც გაანაწყენა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები.

23 წლის პორტუგალიელი „ატლეტიკოში“ 2019-20 წლების სეზონიდან თამაშობს. გასულ სეზონში ის „ჩელსიში“ იჯარით წესით გამოდიოდა. ფელიქსის კონტრაქტი მადრიდელებთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.