ჟოაო ფელიქსმა შეიძლება კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს #1TVSPORT
ჟოაო ფელიქსმა შეიძლება კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს #1TVSPORT

„ბარსელონასა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ჟოაო ფელიქსმა, რომელზეც უფლებები მადრიდის „ატლეტიკოს“ ეკუთვნის, შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

ინტერნეტ-გამოცემა Todofichajes-ს ინფორმაციით, თუ კატალონური კლუბი ვერ შეძლებს 24 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვას, მაშინ ფელიქსი მზად არის საუდის არაბეთში გადავიდეს, სადაც მისი შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ჟოაო ფელიქსმა შობა ერ-რიადში გაატარა და საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქი მოინახულა.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 20 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.