ვახტანგ ბუცხრიკიძე - პრივატიზაციის წარმოდგენილი ნუსხა მნიშვნელოვანია, კერძო სექტორი უფრო სწორად მართავს ბიზნესის ნებისმიერ მიმართულებას, ვიდრე სახელმწიფო
განაცხდა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ პროგრამის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციის შემდეგ.
ბუცხრიკიძის თქმით, 2021 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება ქართული ეკონომიკისთვის.
„აქედან გამომდინარე, ეკონომიკის მინისტრის მიერ წარ პოტენციური პრივატიზაციის წარმოდგენილი ნუსხა არის მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის კერძო სექტორი უფრო სწორად მართავს ბიზნესის ნებისმიერ მიმართულებას, ვიდრე სახელმწიფო. პრივატიზაციის ის ნუსხა, რაც არის წარმოდგენილი, პრივატიზაციის შემთხვევაში, მოხვდება კერძო ბიზნესის ხელში და უფრო ეფექტურად, უფრო მეტი დასაქმება. შესაბამისად, საშუალო ვადაში ეფექტის მომტანი იქნება.
მაგრამ უმთავრესი არის ის სირთულე, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ექნება პოტენციაში მეორე კვარტალში, სწორად იყოს გადალახული. პროგნოზი არსებობს, რომ უკვე წლის მეორე ნახევარში, ალბათ, სექტემბერი-ოქტომბრიდან უკვე დადებითი ტენდენციები უნდა იყოს ეკონომიკაში“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.