ტალინის „ა ლე კოკ არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი 1:0 დაამარცხა და ერთა ლიგის მეორე გათამაშებაც გამარჯვებით დაიწყო.
ესტონეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრით ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა რეკორდი დაამყარა. ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრებს ყველაზე მეტ – 41 შეხვედრაში უხელმძღვანელა. სლოვაკმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიას შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 40 მატჩი აქვს ჩატარებული.
56 წლის სლოვაკი მწვრთნელი თამაშობდა ჩეხოსლოვაკიის, მოგვიანებით კი სლოვაკეთის ნაკრებში. საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელად 2016 წლის მარტში დაინიშნა. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობთ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან პირველად გავიდა და პირველად გახდა მისი გამარჯვებული. ეს 2018 წელს, ერთა ლიგის პირველ გათამაშების „დ“ დივიზიონში მოხდა. შედეგად საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალშია და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გააჩნია.