ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე პირველი ქართველი გამარჯვებული გამოვლინდა. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში ვაჟა მარგველაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი ბარუხ შმაილოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ქართველი სპორტსმენი უფრო აქტიური იყო და საბოლოოდ ერთი ვაზარით მოიგო.
მიმდინარე ტურნირში მონაწილეობას კიდევ რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი იღებს, მათ შორის ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზებედა რეხვიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი.
ხვალ ბრძოლაში შავდათუაშვილი მეორე ტურიდან ჩაერთვება და პუერტორიკოელ ჯეფრი რუისს დაუპირისპირდება.