ვაჟა მარგველაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში ორ წონით კატეგორიაში – 60 და 66 კგ-ში გათამაშდება, სადაც სამი ქართველი ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე და ვაჟა მარგველაშვილი წარმატებულად ასპარეზობენ.
მარგველაშვილმა მერვედფინალში ფრანგი ორლანდო გაზორლა ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად უზბეკ ან იტალიელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ვაჟა წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონ ჰიფუმი აბეს ფინალამდე არ შეხვდება, რომელიც შეჯიბრის მეოთხედფინალშია.
რამდენიმე წუთის წინ ტურნირზე ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) მერვედფინალში მოლდოველი ალექსანდრუ ტირსინა იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში იტალიელ ანჯელო პანტანოს შეხვდება. ამავე წონაში კარგად გამოდის ახალგაზრდა თემურ ნოზაძეც, რომელმაც ჩეხ დავიდ პულკრაბეკს სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად შვეიცარიელ ან ყაზახ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.
ამრიგად სამივე ქართველი შეჯიბრის მეოთხედფინალშია. ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება.