უსიკისა და ფიურის დაპირისპირება 2022 წელს კრივში ყველაზე სასურველ ბრძოლად დასახელდა #1TVSPORT
ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა გამოაქვეყნა 2022 წელს შვიდი ყველაზე სასურველი საკრივო ორთაბრძოლის სია და შეაფასა მათი ჩატარების ალბათობა.
ყველაზე დიდი მოლოდინია სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე უკრაინელ ალექსანდრ უსიკსა და ბრიტანელ ტაისონ ფიურის შორის.
2022 წელს კრივში ყველაზე სასურველი ორთაბრძოლების TOP7:
- ალექსანდრ უსიკი-ტაისონ ფიური
გამართვის ალბათობა: 8,5/10
ალტერნატიული ვარიანტები: ფიური-ჯოშუა, უსიკი-უაილდერი
- საულ ალვარესი-გენადი გოლოვკინი
გამართვის ალბათობა: 5/10
ალტერნატიული ვარიანტები: ალვარესი-ბეტერბიევი, გოლოვკინი–ჩარლო, გოლოვკინი-ანდრადე
- ტერენს კროუფორდი-ეროლ სპენსი
გამართვის ალბათობა: 6,5/10
ალტერნატიული ვარიანტები: კროუფორდი-ტეილორი, სპენსი-ენისი
- ენტონი ჯოშუა-დეონტეი უაილდერი
გამართვის ალბათობა: 3/10
ალტერნატიული ვარიანტები: უაილდერი-რუისი, ჯოშუა-უაიტი
- ჯორჯ კამბოსოსი-დევინ ჰეინი
გამართვის ალბათობა: 7/10
ალტერნატიული ვარიანტები: კამბოსოსი-ლომაჩენკო, ჰეინი-გარსია
- რაიან გარსია–ჯერვინტა დევისი
გამართვის ალბათობა: 6/10
ალტერნატიული ვარიანტები: გარსია-კრუზი, დევისი-კამბოსოსი
- დავიდ ბენავიდესი-ჯერმალ ჩარლო
გამართვის ალბათობა: 6/10
ალტერნატიული ვარიანტები: ბენავიდესი-პლანტი, ჩარლო-პლანტი