უშანგი მარგიანიც უმედლოდ დარჩა | ოსაკას გრანდ სლემი [ვიდეო]
12:56, 25.11.2018
საქართველოს ნაკრები, ოსაკაში მიმდინარე ძიუდოს წლის ბოლო გრანდ სლემზე უმედლოდ დარჩა. ტურნირის ბოლო დღეს ფინალურ ბლოკში უშანგი მარგიანი მოხვდა, რომელმაც ნახევარფინალი წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის, იაპონელ სანშირომურაოს დაუპირისპირდა.
მარგიანი შეხვედრის დებიუტში ორი შიდოთი დაწინაურდა, თუმცა მალევე გაფრთხილებები თავადაც მიიღო. გადამწყვეტი დამატებით დროში მიღებული მესამე შიდო გახდა, რომელიც ქართელმა ძიუდოისტმა, ეგრეთ წოდებული „დათვის ჩავლების“ გამო მიიღო და მედალიც საბოლოოდ მასპინძლებს დარჩათ.
90 კილოგრამი წონითი კატეგორიის გამარჯვებული საბოლოოდ, კიდევ ერთი იაპონელი, შიოჩირო მუკაი გახდა, რომელმაც ფინალში ჰოლანდიელი ნოელ ვან ტენდი დაამარცხა. მეორე ბრინჯაოს მედალს, გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაეუფლა.