ლიპარტელიანი და სომხიშვილი ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალში არიან, ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხუთი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას სამი სპორტსმენი განაგრძობს.
ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებენ ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი. ლიპარტელიანის მეტოქე ფინალში გასასვლელად ნაკლებად ცნობილი იაპონელი უეოკა იქნება, სომხიშვილი კი ნახევარფინალში ჩინელ ჩიან ჰუს დაუპირისპირდება. შეჯიბრზე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გელა ზაალიშვილი (+100).
გრანდ სლემზე დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ძიუდოისტი – ონისე სანებლიძე (100 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.