თუშიშვილი და ინანეიშვილი ყაზახეთის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
თუშიშვილი და ინანეიშვილი ყაზახეთის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს საქართველოს ნაკრების ექვსმა წევრმა იასპარეზა, რომელთაგან ორი – გურამ თუშიშიშვილი და საბა ინანეიშვილი (ორივე +100) ნახევარფინალში იჭიდავებენ.

თუშიშვილი რუს ბაშაევს შეხვდება, ინანეიშვილი კი ტაჯიკ რახიმოვს დაუპირისპირდება. ტურნირზე დღეს გამომსვლელი ოთხი ქართველი – ვლადიმირ ახალკაცი, ბაქარ ერაშვილი (ორივე 90კგ), ბექა ღვინიაშვილი და გიორგი ბერიაშვილი (ორივე 100კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ასტანის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.