ურსულა ფონ დერ ლაიენი - „ევროპის სახალხო პარტიის“ გარეშე, უმრავლესობა არ შეიძლება, ჩამოყალიბდეს
„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) გარეშე, უმრავლესობა არ შეიძლება, ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„მადლობა ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამოუცხადა „ევროპის სახალხო პარტიას“ და კიდევ ერთხელ აქცია ევროპარლამენტი უძლიერეს პოლიტიკურ ძალად. ჩვენ დავდექით ერთად უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და დემოკრატიისთვის. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროპარლამენტის განახლებული შემადგენლობის პროგნოზით, რომელიც 11 სახელმწიფოს წინასწარ მონაცემებს ეფუძნება, ევროპის სახალხო პარტია 181 მანდატს მოიპოვებს.