ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მეტი ინვესტიცია ჩადოს შეიარაღებაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მეტი ინვესტიცია ჩადოს შეიარაღებაში

ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მეტი ინვესტიცია ჩადოს შეიარაღებაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ვინც პუტინის მსგავსად ლაპარაკობს და იქცევა, არ სურს მშვიდობა, არამედ აპირებს ომი გააგრძელოს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ასევე შეუძლია, გააუმჯობესოს ევროკავშირის ეკონომიკა.

ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას ომის დროს და, ამასთან ერთად, ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. მისივე თქმით, თუ ევროპას სურს კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება, საჭიროა მეტი ინვესტიცია თავდაცვაში.