მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკ შუმახერმა აღიარა, რომ ავტოსპორტში მისი მთავარი მიზანი, კვლავინდებურად, ფორმულა 1-ში მოხვედრაა.
ივლისის ბოლოს, ბელგიაში 19 წლის პილოტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ევროპულ ფორმულა 3-ში, რითაც საერთო ჩათვლაში მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ეტაპი და 15 რბოლაა დარჩენილი.
„ეს ძალიან ძლიერი ჩემპიონატია. აქ შესანიშნავი პილოტები გამოდიან, მე კი ხშირად არ მიმართლებდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ სეზონის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება და იღბალი ჩემს მხარეს იქნება. ვიბრძოლებ იქამდე, სანამ მწვერვალზე არ ავალ. რა თქვა უნდა, ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება – ფორმულა 1. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ და მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს”, – განაცხადა უმცროსმა შუმახერმა.
ფორმულა 3-ის ჩემპიონატში შუმახერს, რომელიც “პრემას” გუნდში გამოდის, 101 ქულა და ლიდერსა და თანაგუნდელს მარკუს არმსტრონგს 53 ქულით ჩამორჩება.