უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო, ვლადიმირ ზელენსკიმ ომანში ვიზიტი შეწყვიტა
უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო, ვლადიმირ ზელენსკიმ ომანში ვიზიტი შეწყვიტა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სასწრაფო წესით ბრუნდება სამშობლოში.

ვლადიმირ ზელენსკიმ ომანში ვიზიტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თეირანის აეროპორტიდან აფრენის დროს უკრაინულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. შედეგად, დაიღუპა 170 ადამიანი.

თვითმფრინავი „უკრაინის ავიახაზებს“ ეკუთვნოდა და თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.