სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „სტუდენტური სია“ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სერბეთში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „სტუდენტური სია“ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სერბეთში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ პარტიის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმს სასამართლო სისტემის გაძლიერების, კანონის უზენაესობის აღდგენისა და თავისუფალი მედიის გაუმჯობესების შემდეგ ჩაატარებს.
„ჩვენ უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი. ჩვენ გვჭირდება ხალხის აზრი გავიგოთ“, – აცხადებს „სტუდენტური სიის“ წევრი ანა დიმიტრიევიჩი.
მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარების გეგმებთან დაკავშირებით „სტუდენტური სიის“ წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართეს.
„ორი წელი, სამი წელი, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა „სტუდენტური სიის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი ის დარჩენილი საკანონმდებლო რეფორმებია, რომლებიც მათი კანონმდებლობის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსაყვანად არის საჭირო.
„სტუდენტური სიის“ წევრი რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.