უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან კიდევ 173 ადამიანი გამოიყვანეს
უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან კიდევ 173 ადამიანი გამოიყვანეს

„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან კიდევ 173 ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის ქალაქის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ათი ავტობუსი უკვე უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

მარიუპოლის ქალაქის საბჭოს განცხადების თანახმად, „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანის დროს ადგილზე მყოფი სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები და ლეგიონი „აზოვი“, უდიდესი ძალისხმევის ფასად, არა მხოლოდ ინარჩუნებენ თავდაცვას, არამედ შველიან სამოქალაქო პირებს. მტერი ამ დროს ურტყამს ზურგში. ცინიკურად, ეშმაკურად, რუსულად“, – აღნიშნულია განცხადებაში.