უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ.
როგორც ცნობილია, ქარხანაში ამ დრომდე იმყოფებიან უკრაინელი მებრძოლები და მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც არ მომხდარა.
როგორც უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდობით წერს, „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი 3 მაისს დაიწყო, ხოლო ქარხანაში შეღწევა რუსმა სამხედროებმა დღეს შეძლეს. მანამდე ქარხანა ინტენსიურად იბომბებოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქარხანაში ახლა მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინელ სამხედროებთან კავშირი გაწყდა.