უკრაინული მედია - რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ სპეცრაზმმა სამი უკრაინული გემი დააკავა, დაიჭრა ორი მეზღვაური
უკრაინული მედია - რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ სპეცრაზმმა სამი უკრაინული გემი დააკავა, დაიჭრა ორი მეზღვაური

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო სამხედროების საგანგებო თათბირი მოიწვია. ქერჩის სრუტესთან დაძაბულობის ესკალაციის გამო, უკრაინის უშიშროების საბჭოს სამხედრო კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართება.

პარალელურად, უკრაინის ლიდერი ტელეფონით ესაუბრა ნატო-ს და ევროკავშირის ლიდერებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ხომალდების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს აგრესიად განვიხილავთ, რაც აზოვის ზღვის აკვატორიაში და ქერჩის სრუტესთან სიტუაციის ესკალაციას ისახავს მიზნად“ – ნათქვამია პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს, რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი დააკავა. მათ რუსეთის უსაფრთხოების ფედერლური სამსახურის სპეცრაზმელები აკონტროლებენ. დაჭრილია ორი უკრაინელი მეზღვაური.