უკრაინის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო
უკრაინის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო

კიევის ობოლონის რაიონის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატის საქმეში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ აღიარებს, სასამართლომ მოუსმინა მოწმეებს, გამოიკვლია ექსპერტების მტკიცებულებები, დოკუმენტები და მატერიალური მტკიცებულებები, შეაფასა ორივე მხარის არგუმენტები და დაადგინა, რომ ბრალდებული დამნაშავეა.

ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წლის შემდეგ უკრაინაში არ იმყოფება. კიევის სასამართლომ სახელმწიფო ღალატის საქმის განხილვა 2017 წელს დაიწყო.

პროკურატურა ვიქტორ იანუკოვიჩისთვის თავისუფლების აღკვეთას 15 წლით ითხოვდა.