უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა | ევრო 2020
14 ოქტომბერს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ მატჩში პორტუგალიის დამარცხებით უკრაინის ნაკრებმა მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვა.
ანდრეი შევჩენკოს გუნდმა კრიშტიანუ რონალდუ და მისი თანაგუნდელები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 19 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
პორტუგალია 11 ქულით მეორე ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს სერბეთს, რომელმაც ბოლო ტურში ლიტვა სტუმრად, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
პორტუგალიას და სერბეთს ორ-ორი მატჩი აქვთ დარჩენილი. 14 და 17 ნოემბერს სერბეთი შინ ლუქსემბურგსა და უკრაინას შეხვდება, პორტუგალია კი ჯერ ლიტვას უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ ლუქსემბურგს ეწვევა.